ჩვენ შესახებ

 
თემქის დას. III-მ/რ, V კვარტ. რომელაშვილის ქ. #21 598 933 355 phesvebi@yahoo.com

სკოლა რეპეტიტორის გარეშე



ჩვენ შესახებ

  ქ.თბილისის შპს  "კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმი ფესვები" დაარსებულია 2007  წელს, ის  ემსახურება დემოკრატიულ კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლებას: ღირებულებების  , დამოკიდებულებების, კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრების,  დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების, ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასების, საკუთარი თავის შეცნობისა და კრიტიკულად გააზრების უნარებით, განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, პასუხისმგებლობის მქონე მოზარდის აღზრდას.  მოსწავლეებს უვითარდებათ  მეტაკოგნიციის, ტრანსფერის, პრობლემის გადაჭრის, თვითშემეცნების, სოციალური უნარ-ჩვევები,      კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.  ყველა  უნარი ყალიბდება, იხვეწება და  ვითარდება პროექტებით სწავლებისას და ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს.

  ვინაიდან  სკოლის  მისიის ერთ- ერთი  მიზანი  მოსწავლის  წიგნიერებაზე  ზრუნვაა ( კითხვის  უნარის განვითარება,   ტექსტის  გაგება,   ფაქტებისა  და  მოვლენების  ერთმანეთთან დაკავშირება  და დასკვნის  გამოტანა,   მიზეზ- შედეგობრივი  კავშირის დანახვა  და  ძირითადი  აზრის  წვდომის  უნარების  გამომუშავება) , საბაზო და  საშუალო  საფეხურზე  დამატებულია  საათები  ქართულ  ენასა  და ლიტერატურაში.

  სკოლის  მისიაა,   ასევე   მოსწავლეებში მათემატიკური ,ლოგიკური  აზროვნების,   ანალიზისა  და  მსჯელობის  უნარის განვითარება,   ამიტომ  სასკოლო  სასწავლო  გეგმის შედგენისას ვისარგებლეთ  ეროვნული  სასწავლო  გეგმით  მინიჭებული  თავისუფლებით   საათების  განაწილებისას  და  25 %- იანი  ცვლილების  ფარგლებში გავზარდეთ მათემატიკის საათები;

  კომუნიკაციის  უნარების  განვითარების  მიზნით,   რომელიც  მისიის  ერთ-ერთი ამოცანაა,   დაწყებით  საფეხურზე  ისწავლება  ორი  უცხო  ენა  -  ინგლისური  და რუსული, აღნიშნულ  საგნებში  გაზრდილია  საათები  ასევე 2 5 %- იანი ცვლილების ფარგლებში.

  მოსწავლისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო პროექტებით სწავლება.  

  სწავლაში პრობლემების დასაძლევად გაკვეთილების შემდეგ ფუნქციონირებს კორექციის ჯგუფები (დამატებითი მეცადინეობა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად).

  სკოლაში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა,   ისწავლება   ქართული ცეკვა და  ჭადრაკი. ფუნქციონირებს ჭადრაკისა და  ქართული  ცეკვის წრეები.

  არჩევითი  საგნებიდან  ისწავლება  ხელოვნების  ისტორია,  მსოფლიო კულტურა და სამედიცინო ბიოლოგია.

  თითოეული  საგნის  სწავლებისას  შემუშავებულია  დამატებითი  თუ არჩევითი  საგნის  პროგრამა,  რომელშიც  მოცემულია:     სასწავლო  საგნის შინაარსი.   სწავლების  მეთოდები,   ცალკეული  კომპონენტების შეფასებების  სისტემა,   სავალდებულო  და  დამხმარე  ლიტერატურა  და მოსალოდნელი სწავლის  შედეგები ზოგადი განათლების კვალიფიკაციათა  ეროვნული  ჩარჩოსა  და  შესაბამისი  საგნობრივი სტანდარტების გათვალისწინებით.

  სასკოლო  გეგმა  მოიცავს  სადამრიგებლო  პროგრამას,   რომლის დახმარებით  ხორციელდება  ჯანსაღი,   ეროვნული  და  ზოგადსაკაცობრიო

  ღირებულებების  მქონე  მოქალაქის  აღზრდა.   სადამრიგებლო  პროგრამაზე დაყრდნობით  სკოლა  ახორციელებს  ცხოვრების  ჯანსაღი  წესის პოპულარიზაციას,   მოსწავლეების  პიროვნების  მორალური, ესთეტიკური,   მოქალაქეობრივი,   პატრიოტული,   ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას,  რაც სკოლის მისიის ერთ- ერთი მიზანია. სადამრიგებლო  პროგრამა  მოიცავს  დამრიგებლის  მუშაობის  მიზნებს, მოვალეობებს,   მუშაობის  პრინციპებს,   განათლებისა  და  მეცნიერების სამინისტროს  მიერ  შემუშავებულ  სადამრიგებლო  საათების  თემებს .

  განათლების ხარისხის მაჩვენებელია მონიტორინგული წერის  შედეგები, რომლებიც სისტემატურად ტარდება და შედეგების საფუძველზე დგება რეიტინგი.

  წარჩინებულ მოსწავლეთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო, ოქროსა და ვერცხლის მედლები(VII-XI კლ.).

  სკოლა სისტემატურად მონაწილეობს ოლიმპიადებში, კონფერენციებში, კონკურსებში, ეწყობა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, ექსკურსია- ლაშქრობები.

   სკოლაში ტარდება საგნობრივი კვირეულები, შიდასასკოლო კონფერენციები, პროექტები, ინტელექტუალური თამაშები, გასვლითი ღონისძიებები, ლიტერატურული საღამოები;

  ჩვენ მუდმივად ვუქმნით მოსწავლეებს წამახალისებელ და სწავლისათვის მორგებულ გარემოს, რათა უპასუხონ თანამედროვე გამოწვევების კითხვებს. ჩვენ ხელს ვუწყობთ გუნდური ცხოვრების წესს და გვჯერა, რომ სკოლა ასწავლის ცხოვრებას და არა  მხოლოდ აკადემიურ საგნებს.

  სკოლაში შექმნილია სასიამოვნო გარემო. სკოლას აქვს კარგი ინფრასტრუქტურა. ჰყავს გამოცდილი ადმინისტრაცია, განათლებული და შემოქმედებითი პედაგოგები, რომლებიც მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად ქმნიან საკუთარი ხელწერითა და ინოვაციებით გამორჩეულ გუნდს წარმატებული მომავლისათვის.

ყველა უფლება დაცულია ©
© სკოლა ლიცეუმი "ფესვები"