სკოლის მისია
სკოლის მიზანია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მატარებელი თავისუფალი, ინტელექტუალური, მაღალი ზნეობისა და გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე სრულყოფილი პიროვნების, მსოფლიო ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში ინტეგრირებული განათლებული მოქალაქის აღზრდა.
სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლის წიგნიერებაზე ზრუნვა.
მოსწავლეებში კვლევის უნარის, ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნების გამომუშავება; ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ სასკოლო საზოგადოების პასუხისმგებლობის გაზრდა;
მოსწავლეთა გონებრივი და ფიზიკური განვითარების თანაბარი და უსაფრთხო უზრუნველყოფა;
კანონიერების და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრება;
კომუნიკაბელური პიროვნების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით
2022-2023 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე.
შპს ,,კოლეჯი და სკოლა-ლიცეუმ ფესვებში“ სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე , სამ: დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო( VII-IX კლასები) და საშუალო( X-XII კლასები) საფეხურზე.
დაწყებითი საფეხურის მისია
- ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საბაზისო საფუძვლები - ხელი შეუწყოს წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარებას:
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური, სოციალური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის მოპოვების, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.
პირველ კლასში:
- ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;
- ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ, სასურველია დრო დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს (3-5 წუთი);
- გ) რეკომენდებულია გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით (მაგ., საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაში);
- დ) შესაძლებლობის ფარგლებში, რეკომენდებულია, საკლასო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.
საბაზო საფეხურის მისია
საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.
საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
- დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში.
- ჩამოუყალიბოს მოსწავლეს წინაპირობები მომავალი არჩევანისათვის-აპირებს თუ არა სწავლის გაგრძელებას მომავალში და თუ აპირებს, რა სახით;
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები ინფორმაციის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გასავითარებლად ცხოვრების განმავლობაში.
საშუალო საფეხურის მისია
- ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
- ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
- შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
- დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
- მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.