2022-2023 სასწავლო წლის კალენდარი
სასწავლო წლის ხანგრძლივობა და სასწავლო რეჟიმი განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული გრაფიკით. სას
წავლო წელი ითვალისწინებს ორ სემესტრს. სასწავლო წელს ორ სემესტრად ყოფს ზამთრის არდადეგები.
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. სასწავლო დღეების ობიექტური მიზეზებით გაცდენის შემთხვევაში, გაცდენილი სასწავლო დღეების ცხრილით გათვალისწინებული საგნების სწავლება მოხდება შაბათ დღეს.
2022-2023 სასწავლო წლის არდადეგები და უქმე დღეები:
უქმე დღეები |
|||
14.10.2022 |
სვეტიცხოვლობა |
||
23.11.2022 |
გიორგობა |
||
01-02. 01.2023 |
ახალი წლის სადღესასწაულო დღეები |
||
07.01.2023 |
შობა |
||
03.03.2023 |
დედის დღე |
||
08.03.2023 |
ქალთა საერთაშორისო დღე |
||
09.04.2023 |
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე |
||
09.05.2023 |
ფაშიზმზე გამარჯვების დღე |
||
12.05.2023 |
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე |
||
26.05.2023 |
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე |
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ:
- ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
- ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;
- გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.
I-XII კლასებში გაკვეთილის ხანგძლივობაა 45 წუთი.
გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:
- ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით;
- ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.
გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობაა 5 წუთი, მესამე და მეოთხე გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა შეადგენს 15 წუთს.
კალენდარი
2022-2023 სასწავლო წლის დაწყების, დამთავრების, არდადეგების, დასვენების დღეების გრაფიკი.
კლასი |
სასწ. წლის დაწყება/ დამთავრება |
I სემესტრი |
II სემესტრი |
ზამთრის არდადეგები |
სააღდგომო არდადეგები |
დასვენებისდღეები |
I |
15.09.22- 15.06.23 |
15.09.2229.12.19 |
16.01.22- 15.06.23 |
30.12.22- 16.01.23 |
14.04.23- 24.04.23 |
14.10.22 23.11.22 3.03.223 8.03.23 9,04,23 9.05.19 12.05.23 26.05.23 |
II - XI |
15.09.22- 15.06.23 |
15.09.2229.12.22 |
16.01.22- 26.06.23 |
30.12.22- 16.01.23 |
14.04.23- 24.04.23 |
14.10.22 23.11.22 3.03.223 8.03.23 9,04,23 9.05.19 12.05.23 26.05.23 |
XII |
15.09.22 _ 20.05.23 |
15.09.2229.12.22 |
16.01.22– 20.05.23 |
30.12.22- 16.01.23 |
14.04.23- 24.04.23 |
14.10.22 23.11.22 3.03.223 8.03.23 9,04,23 9.05.19 12.05.23 26.05.23 |
მოსწავლეების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა I-XII კლასებში არის 20. მოცემული კონტიგენტით, მოსწავლეებს ექნებათ შედეგიანი სწავლის საშუალება. მასწავლებელს კი ეს სისტემა სასწავლო პროცესის ჯეროვნად დაგეგმვისა და განხორციელების საშუალებას მისცემს.
ინგლისური ენისა და მათემატიკის სწავლებისას კლასი იყოფა ორ ჯგუფად. გაყოფილი ჯგუფები ინგლისურში დაკომპლექტებულია მოსწავლეთა ცოდნის დონის გათვალისწინებით.